კორონავირუსი რუსეთში

რეჟისორი ანდრეი ზვიაგინცევი კომიდან გამოვიდა

Deadline

ანდრეი ზვიაგინცევი კომიდან გამოვიდა. ახლო წარსულში რუსი რეჟისორი კორონავირუსის დიაგნოზით, 90%-იანი ფილტვების დაზიანებით გერმანიის ერთ-ერთ საავადმყოფოში გადაიყვანეს. ექიმებმა ლევიათანის ავტორი ხელოვნურ კომაში შეიყვანეს. ზვიაგინცევს Covid-19 ივლისში დაემართა.

"ახლანდელი მდგომარეობა მეტ-ნაკლებად დამაკმაყოფილებელია. რეანიმაციიდან სარეაბილიტაციო ჰოსპიტალში გადაიყვანენ, უახლოსი 2-3 სამი თვე საავადმყოფოს ვერ დატოვებს". – ამბობს ფონდ Система-ს დირექტორი ვლადიმერ ევტუშენკოვი. რეჟისორი საზღვარგარეთ მკურნალობას ფონდის დაფინანსებით გადის.

ანდრეი ზვიაგინცევი 21-ე საუკუნის რუსული კინოს ყველაზე ცნობილი რეჟისორია. მის ნამუშევრებს შორის არის ელენა, ლევიათანი, დაბრუნება, უსიყვარულოდ. მიღებული აქვს ვენეციის კინოფესტივალის მთავარი ჯილდო, კანის კინოფესტივალის ჯილდო, ოქროს გლობუსი, ნომინირებულია ოსკარზე. 

წყარო: Ren.tv

კომენტარები