კორონავირუსი რუსეთში

ვლადიმირ ჟირინოვსკი COVID-19-ის ვაქცინით მეშვიდედ აიცრა

ვლადიმირ ჟირინოვსკი
RIA

რუსეთის ლიბერალურ-დემოკრატიული პარტიის ლიდერი ვლადიმირ ჟირინოვსკი კორონავირუსის ვაქცინით მეშვიდედ აიცრა.

"აიცერით, მეგობრებო. მე უკვე გაკეთებული მაქვს ვაქცინა სპუტნიკ V, ამჯერად ჩუმაკოვის სახელობის ცენტრის კოვივაკით ავიცერი. ეს კლასიკური ვაქცინაა, ინაქტივირებული ვირუსით, ტექნოლოგია გამოცდილია ათწლეულებით. მთლიანობაში, 2020 წლის სექტემბრიდან დაწყებული ჩემთვის ეს უკვე მეშვიდე ნემსია" – წერს ჟირინოვსკი Telegram-ზე.

პოლიტიკოსმა აღნიშნა, რომ კორონავირუსით ერთხელაც არ დაავადებულა და თავს კარგად გრძნობს. ჟირინოვსკის თქმით, რუსეთის მოსახლეობის ნახევარი ჯერ მომწიფებული არ არის, რომ აიცრას.

"ეს მხოლოდ მწუხარებას იწვევს. გამოდის პანდემია გაგრძელდება, ადამიანები კვლავ ინფიცირდებიან და იავადმყოფებენ, მკვდართა ქალაქი სამწუხაროდ ზრდას გააგრძელებს" – თქვა პოლიტიკოსმა.

ოქტომბერში ჟირინოვსკი ყვებოდა, რომ 2020 წლის შემოდგომიდან Covid-19-ის წინააღმდეგ ვაქცინის 6 დოზა გაიკეთა. პოლიტიკოსს სპუტნიკ V-ის და სპუტნიკ ლაიტის 4 ინექცია გაუკეთეს, ხოლო კიდევ 2 დოზა კოვივაკის იყო. ჟირინოვსკის თქმით, მან ვაქცინების ყველა დოზა მსუბუქად გადაიტანა და "სიცხეც კი არ ჰქონია".

კომენტარები