ოსკარის ნომინანტი რუსი რეჟისორი ანდრეი ზვიაგინცევი ხელოვნურ კომაში შეიყვანეს.
ზვიაგინცევს კორონავირუსი ივლისში დაემართა, დაავადება რთულად მიმდინარეობდა, 12 სექტემბერს რუსი რეჟისორი გერმანიის ერთ-ერთ კლინიკაში გადაიყვანეს. ექიმების თქმით პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმე, მაგრამ სტაბილურია. კომიდან გამოსვლის შემდეგ ზვიაგინცევს საავადმყოფოში 2-3 თვე მოუწევს ყოფნა.
ანდრეი ზვიაგინცევი 21-ე საუკუნის რუსული კინოს ყველაზე ცნობილი რეჟისორია. მის ნამუშევრებს შორის არის ელენა, ლევიათანი, დაბრუნება, უსიყვარულოდ. მიღებული აქვს ვენეციის კინოფესტივალის მთავარი ჯილდო, კანის კინოფესტივალის ჯილდო, ოქროს გლობუსი, ნომინირებულია ოსკარზე.