კორონავირუსი რუსეთში

რუსეთში Covid 19-ის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 100 000-ს გადაცდა

რუსეთში Covid 19-ის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 100 000-ს გადაცდა. 1 მაისის მონაცემებით, ქვეყანაში ინფიცირების 106 498 შემთხვევა გამოვლინდა, აქედან 7 099 - ბოლო 24 საათში. ოფიციალური ინფორმაციით, კორონავირუსისგან დაიღუპა 1073 და გამოჯანმრთელდა 11 619 ადამიანი.

ინფიცირებულთა რიცხვით რუსეთი მსოფლიოში მერვე ადგილზე - აშშ-ის, ესპანეთის, იტალიის, დიდი ბრიტანეთის, საფრანგეთის, გერმანიის და თურქეთის შემდეგ.

30 აპრილს ახალი კორონავირუსი დაუდასტურდა რუსეთის პრემიერმინისტრს, მიხაილ მიშუსტინსაც. ოფიციალურად, ის ქვეყნის კორონავირუსთან ბრძოლას უძღვებოდა.

რუსული მედიის ცნობით, მიშუსტინმა დიაგნოზის შესახებ პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს ამცნო და ამჟამად თვითიზოლაციაში იმყოფება.

რუსეთის მთავრობის იმ წევრებს, ვისაც პრემიერმინისტრთან კონტაქტი ჰქონდათ, ტესტი უტარდებათ.

კომენტარები