კორონავირუსი საქართველოში

იმნაძე: ქალაქების მოსახლეობამ მაქსიმალურად შეასრულა რეკომენდაციები, სოფლებისამ - არა

კიდევ ერთხელ მოვუწოდებ ჩვენს მოსახლეობას, დღევანდელი შემთხვევების რაოდენობა მოწმობს იმას, რომ ჩვენი ქალაქების მოსახლეობამ მაქსიმალურად შეასრულა რეკომენდაციები, მაგრამ ყველაფრიდან ჩანს, რომ სოფლის მოსახლეობა, სამწუხაროდ, იმ დღეების მანძილზე, როდესაც ჩვენ მათ მოვუწოდებდით მათ, რომ სახლში დარჩენა არ ნიშნავს მეზობლებში გადასვლას საქეიფოდ, სახლში დარჩენა არ ნიშნავს მეგობრებთან გადასვლას საქეიფოდ, სახლში დარჩენა ნიშნავს სახლში დარჩენას, საკუთარ სახლში დარჩენას. სამწუხარო შედეგებს დღეს ვიმკით, რაც ხდება ვთქვათ, კონკრეტულ დასახლებებში, ძირითადად, ეს ხდება ბოლნისის რაიონში

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე, პაატა იმნაძე Facebook Live-ში.

კომენტარები