კორონავირუსი საქართველოში

იმნაძე აღდგომის დღეებზე: გვაქვს შემთხვევების მატება იქ, სადაც არ იყო დაცული რეკომენდაციები

კიდევ ერთხელ ვიმეორებ, სამწუხაროდ, ის, რომ ჩვენ გვაქვს ასეთი შემთხვევების მატება და გვაქვს შემთხვევების მატება იქ, სადაც ჩვენი ინფორმაციით, დაახლოებით ერთი კვირის წინ, 10 დღის წინ არ იყო დაცული ის რეკომენდაციები, რაც ჩვენ გვქონდა გაცემული. ჩემი ინფორმაციით, მათ შორის, ადგილი ჰქონდა საფლავებზე გასვლასაც და დღესასწაულების აღნიშვნას სუფრებზე, ვიმკით იმ შედეგს, რაც გვაქვს

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე, პაატა იმნაძე FB LIVE-ში პასუხობს კითხვას, რომელიც აღდგომიდან ერთი კვირის თავზე ინფიცირების შემთხვევების მატებას ეხებოდა. პანდემიის მიუხედავად, ეკლესიებში სააღდგომო ლიტურგია მრევლის თანდასწრებით ჩატარდა, რის შემდეგაც, ისინი ერთ კოვზით აზიარეს. გარდა ამისა, არაერთ ეკლესიაში არ იყო დაცული სოციალური დისტანცია.

კომენტარები