კორონავირუსი მსოფლიოში

Facebook კორონავირუსთან დაკავშირებით ახალ, მეშვიდე რეაქციას ამატებს

usatoday.com

Facebook კორონავირუსის პანდემიის გავრცელების გამო, თავის რეაქციათა ჯგუფში ახალ, მეშვიდე ემოჯის ამატებს. 

ახალი "ზრუნვის" ემოჯი მთავარ აპლიკაციასა და ვებსაიტზე მომავალ კვირას გამოჩნდება.

Facebook-ის ევროპის, შუა აღმოსავლეთის და აფრიკის კომუნიკაციების მენეჯერი, ალექსანდრუ ვოიკა Twitter-ის საკუთარ გვერდზე წერს, რომ ახალი რეაქცია ხალხს საშუალებას მისცემს, Covid19-ის გამო გამოწვეულ კრიზისთან დაკავშირებით თავიანთი მხარდაჭერა გამოხატონ.

ვოიკას ინფორმაციით, რეაქციის გამოყენება მესენჯერში გაგზავნილ შეტყობინებებზეც იქნება შესაძლებელი და მას მფეთქავი გულის ფორმა ექნება, რათა ადამიანებმა საკუთარი სიყვარული და ზრუნვა დამატებითი გზებით გამოხატონ.

კომენტარები