კორონავირუსი დიდ ბრიტანეთში

99 წლის ბრიტანელმა ვეტერანმა ეროვნული ჯანდაცვის სამსახურისთვის £2,000,000 შეაგროვა

CNN

99 წლის ბრიტანელმა, მეორე მსოფლიო ომის ვეტერანმა, ტომ მურმა, რომელიც 30 აპრილს 100 წლის გახდება, გადაწყვიტა იორკშირში საკუთარი სახლისთვის გარშემო 100-ჯერ შემოევლო და დონაციები მიეღო ბრიტანეთის ეროვნული ჯანდაცვის სერვისისთვის. მას ათასი ფუნტის მოგროვება სურდა, თუმცა მალევე მისმა აქციამ ყურადღება მიიქცია და ამჟამად მან უკვე ორ მილიონ ფუნტზე მეტი შემოწირულობა მიიღო.

მური საკუთარ სახლს ხელჯოხის დახმარებით გარს დღეში 10-ჯერ უვლის. აქცია მან გასულ კვირას დაიწყო და სახლს უკვე 80-ჯერ შემოუარა. მის მიერ შეგროვებული თანხა დიდი ბრიტანეთის საავადმყოფოებს გადაეცემა და როგორც პაციენტებს, ისე ექიმებსა და მოხალისეებს მოხმარდება.

ამჟამად ბრიტანეთში კორონავირუსით დაავადების 88,621 დადასტურებული შემთხვევაა, დაიღუპა 11,329 ადამიანი.

კომენტარები