ეკლესია და კორონავირუსი

მეუფე დავითი: ერთი სასულიერო პირის ავადობის გამო მრევლს ეკლესიაში მისვლა არ უნდა ავუკრძალოთ

ყველამ უნდა დაიცვას, ექიმის რჩევისამებრ, ის სიფრთხილე, რაც თითოეულ ავადმყოფს ევალება. გაქვს სიცხე, არ უნდა წახვიდე. მაგრამ ეს არ ნიშნავს საყოველთაო, ერთი შეხედვით, გაფიცვას, რომ არ მივიდეთ ან ტაძარში ან სამსახურში. 

ამას რაღაცა გადაჭარბებული მნიშვნელობა არ უნდა მიენიჭოს.

მე არ ვიცი, რა შეზღუდვა შეიძლება მოჰყვეს ამ ერთ ფაქტს. ამ ერთი სასულიერო პირის ავადობამ რომ გამოიწვიოს ის, რომ მრევლს ავუკრძალოთ ეკლესიაში მისვლა, არ იქნება მართალი.

აბბა ალავერდელმა მიტროპოლიტმა დავით მახარაძემ კორონავირუსით სასულიერო პირის დაინფიცირების შესახებ რუსთავი ორის ეთერში ისაუბრა. საპატრიარქო ადასტურებს, რომ დაინფიცირებულმა მღვდელმა წირვა რამდენიმე დღის წინ ჩაატარა.

კომენტარები