მივმართავ მოსაყდრე შიოს, ელიზბარ, მაგრე ჰქვია მაგას და თვითონ გინდ ნაპოლეონი დაირქვას და გინდ შავლეგი, თქვე კაი ხალხო, ფული თქვენ არ გაკლიათ და ქონება, მუცლებიც ყოველთვის ამოყორილი გაქვთ და მაინც სულ ამ შხამს რატომ ანთხევთ? რატომ შხამავთ მრევლს?
დღეს რომ ამბობ, ღმერთი კოვიდით იმიტომ გვხოცავს, რომ ჭკუა გვასწავლოს როგორც მზურნველმა მამამო. რატომ, კრონოსია შენი ღმერთი თავის შვილებს რომ ჭამს? რომელი მამა დახოცავს შვილებს ვირუსით? შენ რა იცი, მამობა რა არის. და შენ გინდა, რომ პატრიარქი გახდე, არა? მე ვიცი, სულ რატომ ზაფრავ და აშინებ ხალხს მაგ თქვენი ღმერთით. მაგ შიშით მორჩილებაში გყავს ადამიანები, აბა სხვანაირად შენ ვინ დაგემორჩილება, შე მართლა ნაძირალა!