კორონავირუსი და ეკლესია

მიტროპოლიტი სტეფანე: ტაბულამ რაღაცა ისწავლოს ღვთისაგან, გვიყვარხართ, უბრალოდ, მეცოდებით

ტაბულასთან რა საქმე მაქვს? ტაბულამ ცოტა ისა ქნას, რაღაცა ისწავლოს ღვთისაგან, პატარა რაღაც... მარტო გმობა ღვთისა არაფერს არ უზამს კარგს. კითხვაზეც გიპასუხებთ, მაგრამ ცოდვები ხართ, ცოტა ისე ქენით, ღმერთთან ნუ აფუჭებთ ურთიერთობას იმის გულისთვის, რომ რაღაც თქვენი გაიტანოთ. 

[...] ჩემო კარგო, ძალიან გვიყვარხართ და არ გვინდა, რომ რაღაც უაზრო რაღაცების გულისთვის... იდეოლოგიებისთვის და რაღაც ჟურნალისტური ცრუ სტანდარტებისთვის ღვთის სტანდარტებს გადავუხვიოთ. კარანტინი უფალზე მაღლა არ დგას. უფალმა დაუშვა ეს კარანტინი და უფალი გამოასწორებს ყველაფერს, თუ ადამიანები ვისწავლით წესიერად და სწორად ცხოვრებას. ღვარძლით არაფერი დაწეროთ, გვიყვარხართ ძალიან ტაბულადან, უბრალოდ, მეცოდებით, რომ ისეთ... მთელი საქართველო ერთად უნდა ვიყოთ ამ გასაჭირში, თქვენ თქვენს საქმეს გააკეთებთ, ჩვენ ჩვენსას, ერთმანეთი არ ვაგინოთ, ერთმანეთი გვიყვარდეს

ამბობს ცაგერისა და ლენტეხის მიტროპოლიტი სტეფანე კალაიჯიშვილი ტაბულასთან საუბრისას.

კომენტარები