კორონავირუსი და ეკლესია

მეუფე საბა: ურწმუნოების შედეგია, რომ ადვილად გვძლევს გრიპიც, Covid 19-იც, პანდემიაც

თქვენ წარმოიდგინეთ, რა დონის არის ჩვენი სარწმუნოება, როდესაც უბრალო მორწმუნე ადამიანს არ ესმის ეკლესიის მოწოდება, მღვდელმთავრის ნათქვამი, სასულიერო პირს არ ესმის მღვდელმთავრისა და არის გაჩაღებული ბრძოლა და ომი, ვინ რას ეუბნება, ვინ როგორ მიმართავს ვის, განკითხვა არ არის, რომელ რწმენაზეა საუბარი.

სწორედ ეს არის შედეგი იმისა, რომ ჩვენ ადვილად გვძლევს გრიპიც, კოვიდ 19-იც, პანდემიაც და ათასი სხვა უბედურება, ეს არის შედეგი ჩვენი ცოდვებისა, ჩვენი ურწმუნოებისა

ხონისა და სამტრედიის მიტროპოლიტი საბა გიგიბერია ბზობის დღესასწაულზე, ხონის საკათედრო ტაძარში.

კომენტარები