კორონავირუსი და ეკლესია

ცერცვაძე: მთლიანად ვეთანხმები ქალბატონი სალომეს მოთხოვნას საპატრიარქოს მიმართ

ძალიან მომეწონა ქალბატონი პრეზიდენტის, ქალბატონი სალომეს გუშინდელი გამოსვლა, თუ იქ 1-2 მომენტს არ ჩავთვლით, რომელიც შეიძლება, სადავო იყოს. [ფასიანი მკურნალობა აუცრელებისთვის] არის ის, რაზეც ჩვენი ხელმძღვანელობა არ წავა დიდი ალბათობით და შინაგანად, როგორც ექიმს, თუ არ იქნა ამის უკიდურესი აუცილებლობა, ეს მიმაჩნია გაუმართლებლად. ყველაფერი დანარჩენი ქალბატონი პრეზიდენტის გამოსვლაში იყო ძალიან თანმიმდევრული, ძალიან მკაფიოდ ფორმულირებული, როგორც მწვანე პასპორტის თემა, ისე საპატრიარქოს მიმართ მისი მიმართვა და მოთხოვნა, მთლიანად ვეთანხმები

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი თენგიზ ცერცვაძე რუსთავი ორის ეთერში. პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა საპატრიარქოს მიმართა, აცრებთან დაკავშირებით მისცეს მრევლს მკაფიო მითითება და მაგალითი. მისივე თქმით, კატასტროფულ COVID-ვითარებაზე საპატრიარქოს დიდი პასუხისმგებლობა ეკისრება.

კომენტარები