ახალი კორონავირუსი საქართველოში

გახარია: Covid 19-ის სიმპტომებისას საავადმყოფოებში არ გავიქცეთ, დავრეკოთ 112-ზე

საქართველოს მთავრობა

პრემიერმინისტრ გიორგი გახარიას თქმით, კრონავირუსის სიმპტომების აღმოჩენისას მოქალაქეებმა 112-ზე უნდა დარეკონ, შემდეგ კი პროცესს ექიმები მართავენ. მისი თქმით, ეს ეხება საქართველოს ნებისმიერ რეგიონს.

გახარიას თქმით, ხაზი ასეა აწყობილი:

  • თითოეულ მოქალაქეს, როგორც კი ელემენტარული სიმპტომი ექნება - სიცხის მატება, სუნთქვის გართულება,  შეუძლია, აიღოს ტელეფონი, აკრიფოს 112;
  • 112 მას მაშინვე დააკავშირებს მისსავე რეგიონში ოჯახის ექიმთან ან სოფლის ექიმთან. ზარი შემოდის თბილისში, შემდეგ ბრუნდება იმავე გეოგრაფიულ არეალში და მოქალაქეს აკავშირებს ოჯახის ან სოფლის ექიმთან;
  • შემდეგ უკვე ჩექ ლისტის შესაბამისად ტარდება კონსულტაცია;
  • თუ საჭიროა მოქალაქის გადაყვანა სტაციონარში, მაშინ ის გადაყავთ ცხელების რეგიონალურ ცენტრში, სადაც მას ყურადღებას მიაქცევენ 24 საათის განმავლობაში, ჩაუტარდება ტესტები და შემდეგ მიიღება გადაწყვეტილება, სად გადანაწილდება პაციენტი.

"ამით ჩვენ ვიცავთ ჩვენს მოქალაქეებს. ასევე, ვიცავთ ჩვენი სასწრაფო დახმარების ქსელს, რომლის რესურსიც ახლა დასაზოგია და რა თქმა უნდა, ჩვენს სტაციონარებს.

სისტემა გაუძლებს იმ შემთხვევაში, თუ თითოეული მოქალაქე პასუხისმგებლობით მიუდგება ყოველდღიურ ცხოვრებას.

მინდა, ყველას მოვუწოდო, პირველივე სიმპტომების გამოჩენისას საავადმყოფოებში კი არ გავიქცეთ, დავრეკოთ 112-ში და შემდეგ უკვე ექიმები მართავენ პროცესს", - თქვა გახარიამ.

112-ის გარდა, ფუნქციონირებს საქართველოს მთავრობის ცხელი ხაზი - 144, რომელიც მოქალაქეებს ინფორმაციას აწვდის საგანგებო მდგომარეობის და საკანონმდებლო თავისებურებების შესახებ.

კომენტარები