კორონავირუსი

აშშ-ში კორონავირუსით ერთ დღეში 1 736 ადამიანი გარდაიცვალა

Vox

აშშ-ში კორონავირუსით ერთ დღეში 1 736 ადამიანი გარდაიცვალა. ეს ქვეყანაში ერთ დღეში COVID-19-ით გარდაცვლილთა ყველაზე დიდი რაოდენობაა. 

ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტის ინფორმაციით, აშშ-ში COVID-19-ით ჯამში 12 722 ადამიანი გარდაიცვალა.  

ნიუ-იორკში გარდაცვალების ყველაზე მეტი - 731 შემთხვევა დადასტურდა. ჯამში, ქვეყანაში ვირუსით ინფიცირების 400 540 შემთხვევაა დადასტურებული. ეს მსოფლიოში ქვეყანაში ინფიცირების ყველაზე დიდი რაოდენობაა. 

მსოფლიოში კორონავირუსით 1 431 973 ადამიანი დაინფიცირდა. გამოჯანმრთელდა 302 209, გარდაიცვალა 82 096 ადამიანი. 

კორონავირუსთან დაკავშირებით, აშშ-ში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული.

კომენტარები