კორონავირუსი და ეკონომიკა

ბოლო ათ დღეში აშშ-ში 47 ათასზე მეტი ქსელური მაღაზია დაიხურა

Flickr

კორონავირუსის გავრცელების შესაჩერებლად ბოლო 10 დღის განმავლობაში ამერიკის შეერთებულ შტატებში 47 ათასზე მეტი მაღაზია ქსელური დაიხურა. მათ შორისაა 90-ზე მეტი ეროვნული მასშტაბის ქსელი.

მაღაზიების უმეტესობა იმ დათქმით დაიხურა, რომ ორ კვირაში ან ოდნავ მეტში კვლავ გაიღება, თუმცა უცნობია, რამდენად მოახერხებენ ისინი ამას. გარდა ამისა, დაიხურა მცირე მაღაზიებიც, რომლებიც ამ სტატისტიკაში აღრიცხული არაა.

მაღაზიების დახურვა პირველმა Apple-მა დაიწყო 14 მარტს, მომდევნო დღეს კი იგივე ქნეს Nike-მ, Urban Outfitters-მა და სხვა ქსელებმა. საბოლოოდ, 23 მარტისთვის დახურული მაღაზიების რიცხვმა 47 ათასს მიაღწია. მათ ნაწილს შეფერხებები აქვს ონლაინ ვაჭრობის დროსაც.

ამ დროისათვის აშშ-ში ახალი კორონავირუსის 50 ათასზე მეტი შემთხვევაა დადასტურებული, საიდანაც 600-ზე მეტი პაციენტი გარდაიცვალა.

 

კომენტარები