კორონავირუსი და ეკონომიკა

თურნავა: უნდა გვენდოს საზოგადოება, როგორც აქამდე გვენდობოდა, შედეგიც დაინახა, რომ ვმართავთ

ჩვენი შედარებით გრძელვადიანი პერსპექტივა უახლოესი 4-5 წელიწადია, როდესაც საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგნოზი გამართლდება და საქართველო კვლავაც იქნება ლიდერი რეგიონში ეკონომიკური ზრდის ტემპის მიხედვით.

ჩვენი საშუალოვადიანი გათვლაა, რომ ამ წლის ბოლომდე აღვადგინოთ ჩვენი ეკონომიკური პოტენციალი, გაჯანსაღება დაიწყოს და გავიდეთ პოზიტიურ ზრდაზე, რომელსაც ვვარაუდობთ.

ჩვენი მოკლევადიანი გათვლაა, უახლოეს პერიოდში, გაზაფხული-ზაფხულზე შევძლოთ, ვუმასპინძლოთ ძალიან ფრთხილად ვაქცინირებულ და ტესტირებულ ტურისტებს, ეს არის ძალიან მოკლედ რომ ვთქვათ.

ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ ეს გახდეს შესაძლებელი და ჟანგბადი ჩაისუნთქოს ტურისტულმა ინდუსტრიამ, და არამარტო ერთ, არამედ სხვა რეგიონებშიც.

აქედან გამომდინარე, უნდა გვენდოს საზოგადოება, როგორც აქამდე გვენდობოდა და შედეგიც დაინახა, რომ ჩვენ ვმართავთ ამ სიტუაციას. რა თქმა უნდა, განსაკუთრებით გაგვიჭირდა მეორე ტალღის დროს, მაგრამ ესეც ავიყვანეთ კონტროლქვეშ, სწორედ აქეთკენ არის ჩვენი თითოეული გადაწყვეტილება მიმართული...

ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა TV იმედის ეთერში.

კომენტარები