კორონავირუსი და ეკონომიკა

წინა თვესთან შედარებით აპრილში ევროკავშირში უმუშევრობა 0.2%-ით გაიზარდა

REUTERS

გასულ თვესთან შედარებით, ევროკავშირსა და ევროზონაში უმუშევრობის დონე 0.2 პროცენტული პუნქტითაა გაზრდილი.

Eurostat-ის თანახმად, ევროკავშირის ქვეყნებში უმუშევრობის დონე აპრილის მონაცემებით 6.6%-ზეა, ხოლო ევროზონაში 7.3%-ზე. ორივე შემთხვევაში, წინა თვესთან მატება 0.2%-ს შეადგენს.

უმუშევრობისა დონისა და მასობრივი გაბანკროტების ზრდის თავიდან ასაცილებლად, ევროკავშირის ქვეყნებმა პანდემიით გამოწვეული კრიზისის დაწყების შემდეგ უკვე 2 ტრილიონი ევრო დახარჯეს. ამასთან, ევროკავშირი წევრი ქვეყნების მთავრობას დაეხმარება იმათი კონპენსაციების დაფინანსებაში, ვისაც შემცირებული სამუშაო საათების გამო შემოსავალი მოაკლდა.

თავის მხრივ, ევროპის ცენტრალური ბანკი კრიზისის შესარბილებლად 1 ტრილიონი ევროს დახარჯვას გეგმავს.

კომენტარები