კორონავირუსი და ეკონომიკა

ქვრივიშვილი: ლოკდაუნი და საბჭოს ყველა გადაწყვეტილება ემსახურებოდა ბიზნესის გაძლიერებას

დღე პირველიდან, მაშინ როდესაც მოხდა ლოკდაუნი, სწრაფი, ეფექტური, რამაც შეაკავა ვირუსის გავრცელება, და შემდგომ ეტაპზე, ბიზნესის აღდგენის ფაზები, რომელსაც გავიხსენებთ, ეს მხოლოდ და მხოლოდ ემსახურებოდა ბიზნესის გაძლიერებას, სწრაფ ეკონომიკურ აღდგენას, რაც დღეს უკვე სახეზეა, მოგეხსენებათ, ეკონომიკა თვიდან თვემდე ჯანსაღდება. გვაქვს ძალიან პოზიტიური ტენდენცია ეკონომიკის გაჯანსაღების...

ამბობს ქართული ოცნების სიის მერვე ნომერი და ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ყოფილი ხელმძღვანელი, მარიამ ქვრივიშვილი. პანდემიის დაწყების შემდეგ ბიზნესი თვეების მანძილზე გაჩერებული იყო. ასევე, ჩაიკეტა საზღვრები და რეგულარული ფრენის უფლება მხოლოდ რამდენიმე ავიაკომპანიას სამ ქალაქში მიეცა. სექტემბრის შემდეგ ქორწილების გადახდა ისევ აიკრძალა, ხოლო რესტორნები და გასართობი დაწესებულებები მხოლოდ 22:00-მზე მუშაობენ.

კომენტარები