ჰარვი ვაინშტაინი

ჰარვი ვაინშტაინს კორონავირუსი დაუდგინდა

Getty Images

გაუპატიურებასა და სექსუალურ ძალადობაში მხილებულ ჰარვი ვაინშტაინს კორონავირუსი დაუდგინდა

ცნობილ პროდიუსერს ტესტირება ნიუ-იორკში არსებულ Wende-ს საპყრობილეში ჩაუტარდა, სადაც ის რამდენიმე დღის წინ გადაიყვანეს.

გარდა ვაინშტაინისა კორონავირუსით ინფიცირებული კიდევ ერთი პატიმარია.

გავრცელებული ცნობებით, ის სწორედ მაშინ დაინფიცირდა, როდესაც რაიკერის კუნძულზე არსებული წინასწარი დაკავების იზოლატორიდან, ნიუ-იორკის საპყრობილეში გადაყავდათ.

ჰარვი ვაინშტაინს 11 მარტს 23 წლით პატიმრობა მიუსაჯეს. 

67 წლის პროდიუსერს სასამართლომ მესამე ხარისხის სიმძიმის გაუპატიურება [Third Degree Rape] და პირველი ხარისხის სიმძიმის სექსუალური ძალადობა [First Degree Criminal Sexual act] დაუმტკიცა.

ვაინშტაინს სექსუალური ძალადობის საქმე მირიამ ჰელეის ჩვენების საფუძველზე დაუმტკიცდა. ის ამბობდა, რომ 2006 წელს ჰარვი ვაინშტაინმა ორალური სექსი აიძულა. გაუპატიურების საქმეზე კი უცნობია ვინ იყო მომჩივანი, თუმცა ცნობილია, რომ ფაქტი 2013 წელს ნიუ-იორკის ერთ-ერთ სასტუმროში მოხდა.

კომენტარები