საგანგებო მდგომარეობა

"მგონი, თვითონ პრემიერი გადაიხდის მაგ ჯარიმას" - სამების ტაძარში მრევლი შეიკრიბა

მთავარი

დღეს, 21 მარტს, ქვეყანაში გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობის მიუხედავად, სამების საკათედრო ტაძარში მრევლი მაინც იკრიბება. 

"რასაც უფალი ინებებს, იქნება. ჩვენ არ გვეშინია, ქრისტიანებს, მართლმადიდებლებს და სხვებმა იკითხონ. მგონი, თვითონ პრემიერი გადაიხდის მაგ ჯარიმას, ასე გადაეცით. ჩვენ მაგის არ გვეშინია, ჩვენ უფლის გვეშინია და არა პრემიერების", - თქვა მთავარ არხთან ინტერვიუში სამების საკათედრო ტაძრის მღვდელმსახურმა.  

ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა პრემიერმინისტრის თანახელმოწერით ბრძანება უკვე გასცა. საგანგებო მდგომარეობა ძალაში ბრძანების გამოცემისთანავე შედის, თუმცა მას გასაგრძელებლად 48 საათის განმავლობაში პარლამენტის მხარდაჭერა სჭირდება.

პრემიერმინისტრის, გიორგი გახარიას თქმით, საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შემდეგ 10 კაცზე მეტის შეკრება შეიზღუდება. კითხვაზე, ეხება თუ არა შეკრების შეზღუდვა ეკლესიას, გახარიამ თქვა, რომ შეზღუდვა ეხება "ყველას და ყველაფერს". 

პრემიერმინისტრის ინფორმაციით, იმ შემთხვევაში, თუ საგანგებო რეჟიმის დროს წესებს დაარღვევენ, ფიზიკური პირები 3000 ლარით, იურიდიული პირები კი 15, 000 ლარით დაჯარიმდებიან. წესის განმეორებით დარღვევა სისხლის სამართლის პასუხისმგებლობით ისჯება, 3 წლამდე ვადით.

კომენტარები