კორონავირუსი

მეუფე ნიკოლოზი სინოდის სხდომაზე: ყველა ერთად რაღაცას გადავწყვეტთ, როგორ ჯობია

ჩვენ [სინოდის სხდომაზე] ვიმსჯელებთ და გადავწყვეტთ. ძველ განჩინებებში ასე წერია - "განვაჩინეთ ჩვენ და სულიწმინდამ" ანუ სინოდს მხოლოდ ჩვენ არ ვესწრებით, ჩვენ ამის გვჯერა და როგორ გადაწყდება, წინასწარ არ ვიცით.

რაც შეეხება კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს განცხადებას, რაც შეეხება რუსეთის ეკლესიის განცხადებას, ესეც კრებითობის ნაწილია, მათ განაცხადეს და ჩვენც განვაცხადებთ... 

ჩვენ განვაჩენთ და მერე საერთო განჩინება, იმის მიხედვით, მსოფლიოში რა ვითარება იქნება, მართლმადიდებელი ეკლესიის განჩინებაც იქნება, მერე ყველა ერთად რაღაცას გადავწყვეტთ, როგორ ჯობია

ახალქალაქის, კუმურდოს და კარის ეპარქიის მიტროპოლიტი ნიკოლოზ ფაჩუაშვილი TV პირველის ეთერში, კორონავირუსთან დაკავშირებით დაგეგმილი სინოდის სხდომის შესახებ.

კომენტარები