ჯერ დარწმუნებით ვერ გეტყვით, რომ ჩვენ გვყავს ინფიცირებული ადამიანი, სადაც ვერ გავდივართ პირველწყაროზე. მაინც იმედი მაქვს, რომ იმდენად ინტენსიურად ვმუშაობთ ახლა, რადგან ბევრი კონტაქტი ვლინდება, რადგან კონტაქტების მთელი ჯაჭვია კვლევაში. დღესაც ზოგიერთი კონტაქტის ნიმუშები აღებულია და კვლევაშია, ამ პაციენტთან დაკავშირებული, რომელმაც არ იცის საიდან დაინფიცირდა. ამიტომ, ვფიქრობთ, რომ მაინც გავალთ კონტაქტზე. თუ ვერ გავედით, მაშინ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ასეთი შემთხვევები ქვეყანაში უკვე იქნება. დარწმუნებული ვარ, ამ კვირაში, მომავალ კვირაში უკვე გვექნება შემთხვევები, სადაც უკვე არის დიდი ალბათობა, რომ ვეღარ გავალთ პირველწყაროზე ინფექციის შემოტანისა, ან ადგილობრივი დაინფიცირებისა, მაგრამ კონკრეტულად ამ შემთხვევაზე მიმდინარეობს კვლევა.
კორონავირუსი
გამყრელიძე: მომავალ კვირაში გვექნება შემთხვევები, სადაც ალბათ ვეღარ გავალთ პირველწყაროზე
tbl.ge/4jio
დაკოპირდა

ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ ტვ პირველის ეთერში ისაუბრა.
ამავე თემაზე
- გერმანიაში მცხოვრებმა 62 წლის მამაკაცმა COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინა 217-ჯერ გაიკეთა
- WHO: ჩინეთის მიერ გამოქვეყნებული მონაცემები COVID-19-ის გავრცელების რეალურ შედეგებს არ ასახავს
- ნილ იანგი Spotify-ის კორონავირუსის შესახებ ყალბი ინფორმაციის გავრცელების გამო უპირისპირდება
- ჰონგ კონგში, ზოომაღაზიაში კორონავირუსის გავრცელების გამო 2000-მდე ზაზუნას დააძინებენ
- Pfizer-ის CEO: ვირუსი წლების განმავლობაში დარჩება, თუმცა შეზღუდვების დაწესებას აღარ გამოიწვევს




