საქართველოს ეროვნულმა ბანკმა, ფულადი გზავნილების თებერვლის სტატისტიკა გამოაქვეყნა. უწყების ინფორმაციით, გასულ თვეში საქართველოში განხორციელებული ფულადი გზავნილების რაოდენობა 9,5%-ით გაიზარდა და 137 მილიონი დოლარი შეადგინა.
ქვეყნების სია, საიდანაც ყველაზე მეტი ფულადი გზავნილი შემოვიდა შემდეგნაირად გამოიყურება:
- რუსეთი — $28,6 მილიონი, კლება — 9,4%;
- იტალია — $21,6 მილიონი, ზრდა — 24%;
- საბერძნეთი — $16,4 მილიონი, ზრდა — 16%;
- ისრაელი — $14,4 მილიონი, ზრდა — 12,5%;
- აშშ — $14,3 მილიონი, ზრდა — 13%;
- თურქეთი — $7,7 მილიონი, ზრდა — 0,9%;
- გერმანია —$4,6 მილიონი, ზრდა — 30%;
- უკრაინა —$4,1 მილიონი, ზრდა — 78%;
- ესპანეთი — $3,7 მილიონი, ზრდა — 7%;
- პოლონეთი — $2,3 მილიონი, ზრდა — 7,2%.
თებერვალში უცხოეთიდან გამოგზავნილი ფულადი გზავნილების ზრდის პარალელურად, გაიზარდა, საქართველოდან უცხოეთში განხორციელებული ფულადი გზავნილების მოცულობაც.
სულ გასულ თვეში საქართველოდან უცხოეთში 17,7 მილიონი დოლარი გაიგზავნა, რაც წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს 22%-ით აღემატება. უცხოეთიდან განხორციელებული ფულადი გზავნილები ტურიზმთან ერთად, ეროვნული შემოსავლის ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი წყაროა.
ბოლო 5 წელიწადში ამ გზით ქვეყანაში 6 მილიარდ დოლარზე მეტი შემოვიდა. სულ გასულ წელს საქართველოში შემოსული ფულადი გზავნილების მოცულობამ 1,7 მილიარდი დოლარი შეადგინა, ხოლო ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავალმა 2,7 მილიარდი დოლარი.