არჩევნები 2020

მარგველაშვილი: [პარტნიორებმა] ყურით გამოათრიეს "ოცნება" თავისი ტყუილიდან

[შეთანხმება] გამარჯვება არის ერთმნიშვნელოვნად, რადგან ძალიან ნათლად [დასავლელმა პარტნიორებმა] ყურით გამოათრიეს თავისი ტყუილიდან, იმ რეჟიმიდან, სადაც ისინი იგონებდნენ ამ რაღაცა თაღლითობას. მოიყვანეს ამ მაგიდასთან და ათქმევინეს ის, რაც არის სიმართლე, რომ ისინი არჩევნების მოპარვის უფლებას თმობენ - ეს ძალიან მნიშვნელოვანია.

ვერ გაიმარჯვებენ ხო არ არის მიზანი. მიზანი არის, რომ მათი თაღლითობა, შეურაცხყოფა, რომელიც მათ მიაყენეს საზოგადოებას, დააძალეს და აი, ამ თაღლითობაზე სამარცხვინოდ ათქმევინეს უარი. ეს არის მიზანი, მორალური მიზანი არის აქ ძალიან მნიშვნელოვანი და გაიმარჯვებენ, რამდენს აიღებენ, რამდენს არ აიღებენ, ჩემი და თქვენი გადასაწყვეტი არ არის, საქართველოს მოქალაქეების გადასაწყვეტია და ჩვენს ორი ხმა ვართ ამ პროცესში. თუმცა, რომ გამოგიყვანენ აქედან, აი, ამ რეალობიდან რომ გამოგიყვანენ, ამ სამარცხვინო როლიდან რომ გამოგიყვანენ და ყველას, რომ აჩვენებენ, რომ ეს შენ არ გამოგივა, ეს ძალიან მნიშვნელოვანი მორალური გამარჯვებაა და ძალიან დიდი მადლობა მინდა ვუთხრა ჩვენს პარტნიორებს და ყველას იმას, ვინც ამისთვის იბრძოდა.

გიორგი მარგველაშვილმა, ტელეკომპანია პირველის ეთერში, ხელისუფლებისა და ოპოზიციური პარტიების უმრავლესობის შეთანხმებაზე ისაუბრა, რომლის მიხედვითაც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები მანდატების 120/30 გადანაწილები და 1%-იანი ბარიერით ჩატარდება.

კომენტარები