კორონავირუსი

ცერცვაძე: დღეს მოსული 21-ვე პასუხი უარყოფითია, Covid 19-ით ინფიცირების ახალი შემთხვევა არ გვაქვს

მზია საგანელიძე / რადიო თავისუფლება

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის თენგიზ ცერცვაძის თქმით, ლუგარის ლაბორატორიიდან 21 პასუხი მიიღეს და ყველა უარყოფითია. კორონავირუსით ინფიცირების ახალი შემთხვევა დღეს არ გამოვლენილა. 

"კიდევ 8 თუ 9 კაცის აღებულია და იქნება ან გვიან ღამით ან ხვალ დილით" - თქვა ცერცვაძემ.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 15 შემთხვევაა დადასტურებული. აქედან 14 თბილისის, ხოლო 1 - საჩხერის სამედიცინო ცენტრში მკურნალობს. მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. 

15-დან ორი ინფიცირებული ირანიდან არის ჩამოსული. 12 - იტალიიდან ან მათთან კონტაქტში მყოფი. ერთი კი, საქართველოში მადრიდიდან ჩამოფრინდა, თუმცა, მას კონტაქტი ჰქონდა იტალიელებთან, შესაბამისად, ინფექციურ საავადმყოფოში ამ ეტაპზე არ იციან, ეს ესპანეთის შემთხვევად უნდა ჩაითვალოს თუ იტალიის. 

კომენტარები