არჩევნები 2020

ჯაფარიძე შეთანხმებაზე: ველოდებით ჩვენი საქმის დასრულებას და პოლიტიკური დევნის შეწყვეტას

თიბისის საქმე, როგორც ასეთი, არ არსებობს, ეს არის ჩემი და მამუკა ხაზარაძის დევნა. რა თქმა უნდა, ეს არის საქმე, რომელიც იმ კატეგორიაშია, რაც არჩილ თალაკვაძემ ახსენა [მაღალი პროფილის საქმე]. ცხადია, პოლიტიკური დევნის შეწყვეტა ნიშნავს ამ საქმის შეწყვეტას ან მის არგაგრძელებას, რაიმე ფორმით ამ თემის დასრულებას. ნათელია, რომ აქ პოლიტიკურის გარდა, არანაირი საფუძველი არ არსებობს, რადგან ჩვენ ველოდებით, ცხადია, ამ საქმის დასრულებას და ამ დევნის შეწყვეტას.

ჩვენ ველოდებით დევნის შეწყვეტას. სამართლებრივი დეტალური მექანიზმის განხილვა ღია ეთერის თემა არ არის

"ლელოს" ლიდერი ბადრი ჯაფარიძე TV პირველის ეთერში, ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის შეთანხმებაზე, რაც საარჩევნო სისტემის ცვლილების გარდა, პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლებასაც ითვალისწინებს.

კომენტარები