არჩევნები 2020

გახარია: ეს შეთანხმება ქვეყნის განვითარების მიმართულებით გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯია

საარჩევნო სისტემაზე მნიშვნელოვანი შეთანხმება შედგა.

ეს შეთანხმება დემოკრატიის განმტკიცების, პოლიტიკური გარემოს დასტაბილურების, ქვეყანაში პოლარიზაციის შემცირების და საარჩევნო წელს ქვეყნის სტაბილური, მათ შორის, ეკონომიკური განვითარების მიმართულებით გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯია.

მადლობა ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს შეთანხმების მიღწევაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისთვის

წერს პრემიერმინისტრი გიორგი გახარია Facebook-ზე. ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის საარჩევნო სისტემაზე რამდენიმეთვიანი მოლაპარაკებები 8 მარტს შეთანხმებით დასრულდა. შეხვედრაზე სახელისუფლებო და ოპოზიციურმა პარტიებმა მემორანდუმი მიიღეს, რომლის მიხედვით, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები პროპორციული და მაჟორიტარული მანდატების 120/30-ზე განაწილებით ჩატარდება. საარჩევნო სისტემის პროპორციულთან დაახლოების გარდა, ოპოზიციის მეორე მოთხოვნა პოლიტპატიმრების გათავისუფლება იყო, რაზეც, ოპოზიციური ლიდერების თქმით, შეთანხმება ასევე მიღწეულია.

კომენტარები