არჩევნები 2020

ბოკერია: შეთანხმება კარგი შედეგია ქვეყნისთვის, კრიზისის ფონზე, რომელიც იყო აქამდე

ეს არის კარგი შედეგი ქვეყნისთვის. იმ კრიზისის ფონზე, რომელიც იყო შექმნილი აქამდე.  

დღევანდელი შეხვედრა არ იყო იმისთვის, რომ ვინმემ ვინმეზე თავდასხმისთვის გამოიყენოს. ჩვენი გუნდის, ოპოზიციის, ევროპული საქართველოს, ამოცანა იყო ამ ვითარების განმუხტვა და შემდეგ შედარებით ნორმალურ ატმოსფეროში მაინც, ივანიშვილის ხელისუფლების არჩევნებში დამარცხება. ჩვენ ამას აუცილებლად გავაკეთებთ. 

თქვა ევროპული საქართველოს ლიდერმა, გიგა ბოკერიამ. ოპოზიციამ და ხელისუფლებამ შეთანხმებას მიაღწიეს, რაც ითვალისწინებს მანდატების 120/30-ზე განაწილებას 1%-იანი ბარიერით. ასევე, პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლებას

კომენტარები