არაფერი დასამალი არ არის, ჩემმა შვილმა თვითონ გაავრცელა ეს ინფორმაცია, ეს მისი სამოქალაქო პასუხისმგებლობა და უფლებაა, რა თქმა უნდა. მან გაასაჯაროვა თავისი სტატუსი. ინფექციამ არ იცის, ვინ ვისი შვილია, ყველას თანაბრად ეხება.
ჩემი შვილი არის კონტაქტირებული იმ კლასტერთან, რომელიც იტალიიდან დაბრუნდა. ისინი არიან მისი თანამშრომლები, ამაში დასამალი არაფერი არ არის და ორშაბათს საღამოს, სხდომაზე ჩემს შვილთან გახლდნენ ეს ადამიანები. და დიდი ალბათობით, იქიდან მოხდა დაინფიცირება...
...მისი ყველა კონტაქტი იდენტიფიცირებულია, თვითონ დაწერა ეს კონტაქტები და გაიგზავნა დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრს, მათი კვლევა მიმდინარეობს ინტენსიურად





