კორონავირუსი

გახარია: პოლიტ. ანგაჟირებულ კოლეგებს ჰგონიათ, ვირუსი სამიზნეს პოლიტიკური შეფერილობით ირჩევს

საერთაშორისო ჯანდაცვის ორგანიზაციამ ეფექტურად და მაღალ დონეზე შეაფასა საქართველოს მთავრობის და პირველ რიგში, რა თქმა უნდა, ჯანდაცვის სამინისტროს ქმედებები ვირუსთან ბრძოლის თვალსაზრისით და ეს არ არის მხოლოდ სიტყვები, ეს გახლავთ ის შედეგები, რომლებსაც ჩვენ დღეის მდგომარეობით ვაღწევთ, თუმცა, ყველას უნდა გვახსოვდეს, რომ ეს არის გლობალური გამოწვევა და ჩვენ არ უნდა მოვდუნდეთ, არ უნდა მოვეშვათ არცერთი წამით, კიდევ უფრო უნდა გავზარდოთ ჩვენი ეფექტურობა, ერთობლივი ბრძოლის. 

კიდევ ერთხელ მინდა აქ ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ჩვენ ვალდებულები ვართ მადლობა გადავუხადოთ ექიმებს, მესაზღვრეებს, მებაჟეებს და ჩვენ ეს უნდა გავაკეთოთ ყოველთვის, სანამ ამ გამოწვევას საბოლოოდ არ დავამარცხებთ.

მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთებს, პოლიტიკურად ანგაჟირებულ ჩვენს კოლეგებს ჰგონიათ, რომ ვირუსი სამიზნეს პოლიტიკური შეფერილობით ირჩევს, მხოლოდ ლურჯებს ან ყვითლებს და წითლებს არ ემუქრება, მიუხედავად ამისა, ჩვენ ყველას კარგად გვესმის, რომ სამოქალაქო საზოგადოება იჩენს მაღალ სამოქალაქო პასუხიმგებლობას. ეს ის ბრძოლაა, სადაც ჩვენ ყველამ ერთად უნდა გავიმარჯვოთ და ეს ის ბრძოლაა, სადაც ჩვენ ყველამ ერთად უნდა მოვახდინოთ ეკონომიკაზე და ჩვენს მოქალაქეებზე ამ გამოწვევის ზეგავლენის მინიმიზაცია

ამის შესახებ პრემიერმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე ისაუბრა

კომენტარები