კორონავირუსი

გახარია: ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ეკონომიკურ ზრდაზე ვირუსის ზეგავლენა იყოს მინიმიზირებული

მოგეხსენებათ, კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლის დროებითი უწყებათაშორისი საბჭო აგრძელებს აქტიურ მუშაობას. დღეს ჩვენ განვიხილავთ ზემოქმედების, ეკონომიკაზე ზემოქმედების შემსუბუქებას. მოგეხსენებათ, რომ საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტები უკვე საკმაოდ სერიოზულად აფასებენ ამ ვირუსის შედეგის ზემოქმედებას ეკონომიკურ ზრდაზე და გლობალური ეკონომიკური ზრდის შემცირების  სერიოზული პროგნოზები არსებობს. რა თქმა უნდა, გარკვეული ზეგავლენა, მცირედი ზეგავლენა ჯერჯერობით,  დღევანდელი დღისთვის ამას უკვე ჰქონდა ქართულ ეკონომიკაზე, პირველ რიგში იმ დარგებზე, რომელიც პირდაპირ არის დაკავშირებული ტურიზმთან. ჩვენ კარგად გვესმის, რომ ეს პრობლემა მთავრობის მოსაგვარებელია. ჩვენ გამოვიყენებთ ყველა იმ ინსტრუმენტს, რომელიც მთავრობის ხელშია, როგორც მონეტარული, ისე ფისკალური თვალსაზრისით. მიუხედავად იმისა, რომ ქართულმა ეკონომიკამ ბოლო წლების განმავლობაში გლობალური გამოწვევების წინაშე შეიძინა სერიოზული მაკროეკონომიკური მდგრადობა, ჩვენ გვესმის, რომ ამ მიმართულებით საკმაოდ ფრთხილად უნდა ვიმოქმედოთ და ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ჩვენს ეკონომიკურ ზრდაზე ამ ვირუსის ზემოქმედებას ჰქონდეს მინიმალური ზეგავლენა. ამისთვის შესაბამისი დავალებები უკვე გაიცა. ეკონომიკის სამინისტრო უახლოესი დღეების განმავლობაში შეხვდება დარგს, პირველს რიგში ტურისტულ დარგს და იმ დარგებს, რომლის გადაცემის ეფექტი ტურისტულიდან არის საკმაოდ სერიოზული და ჩვენ ერთობლივად ფინანსთა სამინისტროსთან და ეროვნულ ბანკთან ერთად გავაკეთებთ ყველაფერს იმისთვის, რომ ეს ზეგავლენა იყოს მინიმიზირებული

პრემიერმინისტრი გიორგი გახარია ამის შესახებ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე საუბრობს.

კომენტარები