სალომე ზურაბიშვილი

ზურაბიშვილი: თაობათა შორის სოლიდარობა გზაა, რომელიც საქართველოს საქართველოსთან დააბრუნებს

ულტრალიბერალიზმის მახინჯი ფორმები ყველგან, და მათ შორის ჩვენთანაც, გადაფასებას ითხოვს. ხელი უნდა შევუწყოთ იმას, რაც ჩვენთვის ბუნებრივი და ტრადიციულია: ესაა შემოქმედებითი წარმოება - რისი მაგალითიც ღვინის წარმოებამ უკვე მოგვცა და რომელსაც დღევანდელ მსოფლიოში უდიდესი პოტენციალი გააჩნია. ამ ახალ ეკონომიკურ საწყისებში ჩვენი დიასპორის ჩართვა აუცილებელია, და ამისათვის ახალი ფორმები უნდა მოინახოს.

ახალ ეკონომიკაში არ უნდა დავივიწყოთ ერთ-ერთი მთავარი ქართული ღირებულება - სოლიდარობა; სოლიდარობა თაობათა შორის, სოლიდარობა მოწყვლადი ჯგუფების მიმართ. ეს არის განვითარების ის გზა, რომელიც საქართველოს საქართველოსთან დააბრუნებს.

თქვა საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა, პპარლამენტშ, ყოველწლიური მოხსენებისას.

კომენტარები