კორონავირუსი

გამყრელიძე: ჭაჭა დასალევად კი არ შველის, გააზავეთ წყალში და ანტისეპტიკად გამოიყენეთ

[ანტისეპტიკური საშუალებების] დეფიციტი მარტო საქართველოში არ არის. როცა სერიოზულად გაუარესებულია ეპიდსიტუაცია მთელ მსოფლიოში, დეფიციტი აქვს თითქმის ყველა განვითარებულ ქვეყანას ამ საშუალებებთან დაკავშირებით. ამიტომ, ძალიან ინტენსიურად მუშაობენ ფარმაცევტული კომპანიები, რომ ეს დეფიციტი ყველგან სწრაფად აღმოიფხვრას.

მაგრამ ამავე დროს, ჩვენ გვაქვს საშუალებებიც - თუ არ არის ამ ეტაპზე [ანტისეპტიკური საშუალებები], (დარწმუნებული ვარ, რამდენიმე დღეში აღმოიფხვრება) საპნის დეფიციტი ნამდვილად არ არის, ჰო? შეგვიძლია, საპნით დავიბნოთ ხელი. შეგვიძლია გავაზავოთ ოდნავ სპორტი, ან ხომ იყო გადაცემები, ჭაჭა შველისო, ჭაჭა დასალევად კი არ შველის, ჭაჭა შეგიძლიათ განაზავოთ წყალში და ანტისეპტიკური თვისებები აქვს, შეგიძლიათ გამოიყენოთ

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორი ამირან გამყრელიძე ანტისეპტიკური საშუალებების დეფიციტზე.

კომენტარები