არჩევნები 2020

ვაშაძე კინზინგერზე: გაცილებით უფრო მწვავე განცხადებები იქნება, დამიჯერეთ

გაცილებით უფრო მწვავე განცხადებები იქნება, გაცილებით უფრო მაღალი სახელმწიფო არჩევითი ან სახელმწიფო თანამდებობის პირებისგან, დამიჯერეთ.

საქართველოში ისეთი კაპიტალი აქვს შეერთებულ შტატებს ჩადებული, იმდენი ძალისხმევა აქვს გაღებული, რომ საქართველოს სახელმწიფოებრიობა შენარჩუნდეს და განმტკიცდეს, რომ ასე უბრალოდ, ერთპიროვნულ და ერთპარტიულ მმართველოში და გაუბედურებულ მდგომარეობაში ჩვენს სახელმწიფოს ჩვენი მოკავშირეები და საქართველოს მოქალაქეები არ დატოვებენ

ენმ-ის თავმჯდომარე გრიგოლ ვაშაძე აშშ-ის კონგრესში საქართველოსთან მეგობრობის ჯგუფის თანათავმჯდომარის, ადამ კინზინგერის განცხადებაზე. ამერიკის ხმასთან საუბარში კინზინგერმა თქვა, რომ “ბევრისთვის მოულოდნელი იქნება, რასაც გავაკეთებთ [თუ ვერ ვიხილავთ პროგრესს საარჩევნო სისტემის შესახებ]".

კომენტარები