კორონავირუსი

გამყრელიძე კორონავირუსზე: დარწმუნებული ვარ კიდევ დადასტურდება, მთავარია დროული გამოვლენა

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის ამირან გამყრელიძის თქმით, კორონავირუსის შესაძლო შემთხვევების რიცხვი მატულობს, თუმცა ამ ეტაპზე მხოლოდ 3 პაციენტზე დასტურდება.

"როდესაც შესაძლო შემთხვევების რიცხვი იზრდება, ეს არის სწორედ ინდიკატორი იმისა, რომ ჩვენ ძალიან ფრთხილად ვართ. არ უნდა შეგვეშინდეს თუ ეს რიცხვი გაიზრდება, მთავარია შევინარჩუნოთ ნაკლები დადასტურების ფაქტი. მაგრამ დარწმუნებული ვარ იქნება დადასტურებული შემთხვევები კიდევ და აქ მთავარია ეს ადამიანები დროულად იყვნენ იდენტიფიცერებულები"- ამბობს გამყრელიძე რუსთავი2-თან საუბარში. 

ამ ეტაპზე, ინფექციურ საავადმყოფოში 25 პაციენტია მოთავსებული. აქედან 11 დღეს შეიყვანეს. ექიმების თქმით, ყველა მათგანის მდგომარეობა სტაბილურია. 

გორის სამხედრო ჰოსპიტალში, რომელიც საკარანტინო ზონად გამოცხადდა, ამ დროისთვის 16 ადამიანს აკვირდებიან. ჰოსპიტალის დირექტორის თქმით, რამდენიმე პაციენტის ანალიზების პასუხი დღეს გახდება ცნობილი. 

კომენტარები