მე არასოდეს მომავალში არ გავაკეთებ შეფასებას მოქმედი შინაგან საქმეთა მინისტრის საქმიანობასთან დაკავშირებით. რადგან ჩემი მხრიდან ეს გამოჩნდება სუბიექტურად. სხვადასხვა მიზეზების გამო მე ვრჩები სიმბოლოდ და სტანდარტად და ყველა შემდგომ მინისტრს უწევს შედარება ჩემთან. ნებისმიერი ჩემი ნათქვამი იქნება პირადი ეჭვიანობის ან სუბიექტურობის ნიშანი.
tbl.ge/4gpu
დაკოპირდა

ასე უპასუხა ჟურნალისტის კითხვას მერაბიშვილმა, როგორ შეაფასებს შს მინისტრის გადაწყვეტილებას, დააჯილდოვოს ბათუმში პოლიციელები, მას შემდეგ რაც მერაბიშვილმა განაცხადა, რომ ყველაფერს გააკეთებს, რათა პოლიციის ღირსება კვლავ აღდგეს.
ამავე თემაზე
- სააკაშვილი მერაბიშვილზე: მისი გადაწყვეტილება, არ იყოს პოლიტიკაში, არის სწორი
- მერაბიშვილი: მას შემდეგ, რაც ივანიშვილმა დაპირებები გასცა, ვფიქრობდი, არჩევნებს წავაგებდით
- სააკაშვილი: ვანო ციხიდან ბევრად უფრო წყნარი გამოვიდა, ვიდრე იყო მანამდე
- მერაბიშვილი საკნიდან გაყვანაზე: შეურაცხყოფილი დავრჩი ფარცხალაძის შემოთავაზებით
- მერაბიშვილი: მე არ მომინდება პრემიერობა და არ დავბრუნდები არც ერთი მინისტრის პოსტზე