როდესაც პროკურორის როლზე ვსაუბრობთ, აშკარაა, რომ ზოგადად, პროკურორობა რთულია და რა თქმა უნდა, შესაბამისად რთული არის გენერალური პროკურორობა. პროკურორის ყოველდღიური საქმიანობა დაკავშირებულია მართლმსაჯულების განხორციელებასთან. ვგულისხმობ რა სისხლის სამართლებრივი დევნის განხორციელებას, სახელმწიფო ბრალდების მხარდაჭერას, რაც გულისხმობს, უმეტესწილად ამ პროცესში ჩართული ადამიანებისათვის მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას. პროცესში მონაწილეობენ მხარეები და როდესაც საქმე დასრულდება, როგორც წესი რომელიმე მხარე რჩება უკმაყოფილო. ეს პროცესი როგორც ბოლო წლებმა გვიჩვენა საკმაოდ დიდ ინტერესს იწვევს საზოგადოების მხრიდან, რომელსაც აღვივებს მასმედია, დიდი რაოდენობით საქმეების გაშუქებით და ამ ფონზე პროცესი, რა თქმა უნდა, არ რჩება სხვადასხვა პოლიტიკური ჯგუფების ინტერესის მიღმა. ასეთი მზარდი ინტერესის გათვალისწინებით ხშირად ვისმენთ კრიტიკას, პოლიტიკურ დისკუსიებს, კამათს, აზრთა სხვადასხვაობას, მცდელობას ყველა მიმართულებით, რომ საკუთარი პოზიცია წარმოაჩინონ ერთადერთ ჭეშმარიტებად, სხვა ყველაფერი კი სიცრუედ და არაპროფესიონალიზმად. ამ რეალობაში კი პროკურორი ცდილობს აკეთოს თავისი საქმე და ეს გარე ფონი, მის მართლად სტრესულ საქმიანობას ხანდახან აუტანელს ხდის. თუმცა, ყველა პროკურორს უნდა ახსოვდეს, რომ ეს პროცესი არასდროს არ ყოფილა მარტივი.
tbl.ge/4g8u
დაკოპირდა
გენერალური პროკურორობის კანდიდატი ირაკლი შოთაძე იურიდიულ კომიტეტზე სიტყვით გამოსვლისას.
ამავე თემაზე
- ნოზაძე შოთაძეს: მე დარწმუნებული ვარ, რომ თქვენ პროკურატურის სულით გაჟღენთილი კაცი ხართ
- მათიკაშვილი: ენმ-ს აქვს ნულოვანი ტოლერანტობა ზრდილობასთან, ზნეობასთან მიმართებაში
- შოთაძე: ტერმინი პროკურატურა მოდის ლათინური სიტყვისგან "პროკურარე", რაც ნიშნავს ზრუნვას
- შოთაძე ხოშტარიაზე და ბოკუჩავაზე: მხოლოდ აღზრდა ადამიანს რას უშველის, თუ ბუნებამც არ უშველა
- ვაშაძე: შოთაძეს სახლში წასასვლელად მეორე განცხადების დაწერა აუცილებლად მოუწევს