ნულოვან ზღვარზე რომაა ნაციონალური მოძრაობა დასული, უკვე კარგად ჩანს და თუნდაც დღევანდელი დღეა ამის დასტური. ხელისუფლებაში ყოფნისას მათ ჰქონდათ ე. წ. ნულოვანი ტოლერანტობის პოლიტიკა, დანაშაულთან მიმართებაში და ესეც ბრჭყალებში, რა თქმა უნდა, რადგან ყველაზე დიდი დამნაშავეები თვითონ იყვნენ. დღეს მათ ეს რესურსი არ გააჩნიათ, რადგან ქართველმა ხალხმა განაჩენი გამოუტანა უკვე რამდენჯერმე. ამიტომ მათ აქვთ ნულოვანი ტოლერანტობა ზრდილობასთან, ზნეობასთან მიმართებაში, რაც ძალიან კარგად დაინახა სრულიად საქართველომ.
tbl.ge/4g91
დაკოპირდა

უმრავლესობის წევრი დავით მათიკაშვილი ელენე ხოშტარიაზე და თინა ბოკუჩავაზე საუბრობს, რომლებიც ირაკლი შოთაძის მოსმენაზე ივანიშვილის ნიღბებით შევიდნენ და უთხრეს, რომ ის ივანიშვილის მონაა.
ამავე თემაზე
- ნოზაძე შოთაძეს: მე დარწმუნებული ვარ, რომ თქვენ პროკურატურის სულით გაჟღენთილი კაცი ხართ
- შოთაძე: კრიტიკა პროკურორის სტრესულ საქმიანობას ხანდახან აუტანელს ხდის
- შოთაძე: ტერმინი პროკურატურა მოდის ლათინური სიტყვისგან "პროკურარე", რაც ნიშნავს ზრუნვას
- შოთაძე ხოშტარიაზე და ბოკუჩავაზე: მხოლოდ აღზრდა ადამიანს რას უშველის, თუ ბუნებამც არ უშველა
- ვაშაძე: შოთაძეს სახლში წასასვლელად მეორე განცხადების დაწერა აუცილებლად მოუწევს