არ შემიძლია არ გამოვეხმაურო დასაწყისში მომხდარ ინციდენტს. ძალიან სამწუხაროა ეს ყველაფერი. ძალიან სამწუხაროა ის გარემოება, რომ ამ ყველაფრის მომწყობებს შესაძლებლობა ჰქონდათ კითხვები დაესვათ, მოესმინათ ხედვები, მოსაზრებები პროკურატურის განვითარებაზე და შემდგომ გამოეხატათ კრიტიკული პოზიცია, რეალობა ის არის, რომ ამ ხალხს ეს არ აინტერესებს. თუ ისინი ფიქრობენ, რომ ამ ყველაფრით მე დავრჩი შეურაცხყოფილი, ძალიან მწარედ ცდებიან. მსგავსი ქმედებებით, თვითონ მსგავსი ქმედებების ჩამდენი ადამიანები რჩებიან შეურაცხყოფილი. ეს არის ძალიან ადამიანური რეალობა. მხოლოდ აღზრდა ადამიანს რას უშველის, თუ ბუნებამც არ უშველაო, ნათქვამია, ეს არის ჩემი პოზიცია იმაზე, რაც მოხდა.
შოთაძის მოსმენა
შოთაძე ხოშტარიაზე და ბოკუჩავაზე: მხოლოდ აღზრდა ადამიანს რას უშველის, თუ ბუნებამც არ უშველა
tbl.ge/4g8p
დაკოპირდა
ყოფილი და მომავალი მთავარი პროკურორი ირაკლი შოთაძე ელენე ხოშტარიაზე და თინა ბოკუჩავაზე საუბრობს, რომლებიც მის მოსმენაზე ივანიშვილის ნიღბებით შევიდნენ და უთხრეს, რომ ის ივანიშვილის მონაა.
ამავე თემაზე
- ნოზაძე შოთაძეს: მე დარწმუნებული ვარ, რომ თქვენ პროკურატურის სულით გაჟღენთილი კაცი ხართ
- მათიკაშვილი: ენმ-ს აქვს ნულოვანი ტოლერანტობა ზრდილობასთან, ზნეობასთან მიმართებაში
- შოთაძე: კრიტიკა პროკურორის სტრესულ საქმიანობას ხანდახან აუტანელს ხდის
- შოთაძე: ტერმინი პროკურატურა მოდის ლათინური სიტყვისგან "პროკურარე", რაც ნიშნავს ზრუნვას
- ვაშაძე: შოთაძეს სახლში წასასვლელად მეორე განცხადების დაწერა აუცილებლად მოუწევს