შოთაძის მოსმენა

ვაშაძე: შოთაძეს სახლში წასასვლელად მეორე განცხადების დაწერა აუცილებლად მოუწევს

ირაკლი შოთაძე – ეს არის უბრალოდ სახელი და გვარი, მისი ერთერთი ღირსება და დამსახურება არის უშუალო ერთგულება და ყველა დავალების შესრულება ივანიშვილის და „ქართული ოცნების“ ლიდერების. სწორედ ეს არის ერთადერთი პრინციპი რითაც მოხდა მისი შერჩევა, არც კონკურსი და არც არაფერი ყოფილა. ძალიან კარგი შეხვედრა გვქონდა სამოქალაქო სექტორთან, სადაც შევთანხმდით ოქტომბერში „ქართული ოცნების“ დამარცხებისთანავე, ჩვენ სრულიად ახალ სისტემას შევიმუშავებთ მთავარი პროკურორების შერჩევის, რომელიც ერთხელ და სამუდამოდ მისცემს ქვეყანას გარანტიას, რომ პოლიტიკურად მოტივირებული და კონტროლირებადი ადამიანი არ იქნება პროკურატურის სისტემის ხელმძღვანელი. ასე რომ, ბატონ შოთაძეს ოქტომბრამდე ვადას ვაძლევ, მას სახლში წასასვლელად მეორე განცხადების დაწერა აუცილებლად მოუწევს, ისევე როგორც პირველ ჯერზე გააკეთა – მყისიერად და სწრაფად, ცოტა დრო გაქვთ, ყველა უკანონობაზე და დავალებაზე ხელს ნუ მოაწერთ.

"ახალი საქართველოს" თავმჯდომარე გიორგი ვაშაძე ირაკლი შოთაძის მოსმენაზე.

კომენტარები