ფულადი გზავნილები

10 ქვეყანა, საიდანაც იანვარში ყველაზე მეტი ფულადი გზავნილი განხორციელდა

REUTERS

უწყების ინფორმაციით, იანვარში საქართველოში შემოსული ფულადი გზავნილები 8,6%-ით გაიზარდა და 125,6 მილიონი დოლარი შეადგინა. გასული წლის იანვართან შედარებით, ზრდა თითქმის 10 მილიონი დოლარია. 

ქვეყნების სია, საიდანაც ყველაზე მეტი ფულადი განხორციელდა შემდეგნაირად გამოიყურება:

  • რუსეთი — $26 მილიონი, წილი მთლიან გზავნილებში — 20,8%;
  • იტალია — $21 მილიონი, წილი მთლიან გზავნილებში — 16%;
  • საბერძნეთი — $14,8 მილიონი, წილი მთლიან გზავნილებში — 11,8%;
  • აშშ — $13,5 მილიონი, წილი მთლიან გზავნილებში — 10,8%;
  • ისრაელი — $13 მილიონი, წილი მთლიან გზავნილებში — 10,4%;
  • თურქეთი — $6,6 მილიონი, წილი მთლიან გზავნილებში — 5,2%;
  • გერმანია — $ 3,2 მილიონი, წილი მთლიან გზავნილებში — 3%;
  • უკრაინა — $3,5 მილიონი, წილი მთლიან გზავნილებში — 2,8%;
  • ესპანეთი — $3,4 მილიონი, წლი მთლიან გზავნილებში — 2,7%;
  • ყაზახეთი — $1,9 მილიონი, წილი მთლიან გზავნილებში — 1,5%.

უცხოეთიდან განხორციელებული ფულადი გზავნილები ტურიზმთან ერთად საქართველოს ეროვნული შემოსავლის ერთ-ერთი მსხვილი წყაროა. გასულ წელს ამ გზით საქართველოში 1,7 მილიარდი დოლარი გამოიგზავნა. 

კომენტარები