ფულადი გზავნილები

იანვარში ფულადი გზავნილები 8%-ით გაიზარდა და 125 მილიონი დოლარი შეადგინა

ეროვნული ბანკი

საქართველოს ეროვნული ბანკი, უცხოეთიდან შემოსული ფულადი გზავნილების იანვრის სტატისტიკას აქვეყნებს. 

უწყების ინფორმაციით, იანვარში საქართველოში შემოსული ფულადი გზავნილები 8,6%-ით გაიზარდა და 125,6 მილიონი დოლარი შეადგინა. გასული წლის იანვართან შედარებით, ზრდა თითქმის 10 მილიონი დოლარია. 

უცვლელი დარჩა იმ ქვეყნების სია, საიდანაც ყველაზე მეტი გზავნილი განხორციელდა. საანგარიშო პერიოდში გაიზარდა საქართველოდან უცხოეთში გადარიცხული ფულის რაოდენობა. გასულ თვეში საქართველოდან უცხოეთში 18,5 მილიონი დოლარი გადაირიცხა, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე 19% მეტია. 

უცხოეთიდან განხორციელებული ფულადი გზავნილები ტურიზმთან ერთად საქართველოს ეროვნული შემოსავლის ერთ-ერთი მსხვილი წყაროა. გასულ წელს ამ გზით საქართველოში 1,7 მილიარდი დოლარი გამოიგზავნა. 

შედარებისთვის ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავალმა 3,3 მილიარდი დოლარი შეადგინა.

კომენტარები