არჩევნები 2020

კობახიძე: იდეალური იქნება, თუ ენმ და მისი განშტოებები არ იქნება წარმოდგენილი პარლამენტში

ჩვენ არ ვაპირებთ, გავატაროთ ის აგრესია, რომელსაც ვხედავთ ნაციონალური მოძრაობის მხრიდან. ამას დავუპირისპირებთ აუცილებლად სიმართლეს, საზოგადოება გაიგებს სიმართლეს და საბოლოო ჯამში, ეს იქნება მთავარი საფუძველი იმისა, რომ ნაცმოძრაობა გადავა მილევად რეჟიმში, ეს იქნება ქართული პოლიტიკისთვის ძალიან კარგი.

ეს პარტია აღარ უნდა იყოს წარმოდგენილი პარლამენტში, ეს უნდა იყოს სასურველი შედეგი, სადამდეც შეიძლება მივიდეთ 2020 წლიდან - 2024 წლამდე ანუ თუ ნაცმოძრაობა თავისი არც ერთი განშტოებით არ იქნება წარმოდგენილი პარლამენტში, ეს იქნება იდეალური მოცემულობა ქართული დემოკრატიის შემდგომი განვითარებისთვის, იმიტომ, რომ დღეს თქვენ ხედავთ ძალიან მახინჯ ორპოლუსიან სისტემას - აქეთ არის ქართული ოცნება, იქით ნაცმოძრაობა და რეალური გასაქანი არ არსებობს ახალი [პარტიებისთვის]...

... თუ ნაცმოძრაობა გაქრება საპარლამენტო სივრციდან, შესაბამისად, პოლიტიკური სივრციდან, ამ შემთხვევაში ახალ, ჯანსაღ პოლიტიკურ ძალებს ექნებათ პოლიტიკაში შემოსვლის საშუალება, რისი საშუალებაც სამწუხაროდ არ აქვთ ამ მახინჯი ორპოლუსიანი ვითარებიდან გამომდინარე. საზოგადოება არის დაღლილი იმით, რომ აქეთ არის ერთი პოლიტიკური ძალა, იქით მეორე პოლიტიკური ძალა, მუდმივად უწევს არჩევანის გაკეთება ამ ორ პოლიტიკურ ძალას შორის, ეს უნდა შეიცვალოს

ქართული ოცნების აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე პალიტრანიუსის ეთერში.

კომენტარები