ფულადი გზავნილები

10 ქვეყანა, საიდანაც 2019 წელს ყველაზე მეტი ფულადი გზავნილი განხორციელდა

კასპერ პემპელი / REUTERS

საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემების მიხედვით, 2019 წელს საქართველოში განხორციელებული ფულადი გზავნილების მოცულობა თითქმის 10%-ით არის გაზრდილი და რეკორდულ 1,73 მილიარდ დოლარს უტოლდება. 

შედარებისთვის, 2018 წლის ჯამური მაჩვენებელი 1,57 მილიარდ დოლარი იყო, ზრდა წინა წელთან შედარებით დაახლოებით 160 მილიონი დოლარია.

ქვეყნების სია, საიდანაც ტრადიციულად ყველაზე მეტი გზავნილი ხორციელდება, უცვლელი დარჩა, თუმცა სიაში მოხვდნენ ახალი პარტნიორი სახელმწიფოებიც. მათ შორის განსაკუთრებით აღსანიშნავია ყირგიზეთი, საიდანაც წინა წლის განმავლობაში საქართველოში 28 მილიონ დოლარზე მეტი გამოიგზავნა, ზრდა 150%-ს აღემატება.

ქვეყნების სია, საიადანაც 2019 წელს ყველაზე მეტი ფულადი გზავნილი განხორციელდა შემდეგნაირად გამოიყურება: 

  • რუსეთი — $428 მილიონი, კლება — 6%;
  • იტალია — $239 მილიონი, მატება — 24%;
  • საბერძნეთი — $192 მილიონი, მატება — 13%;
  • აშშ — $178 მილიონი, მატება — 12%;
  • ისრაელი — $162 მილიონი, მატება — 7%;
  • თურქეთი — $94 მილიონი, კლება — 10%;
  • გერმანია — $49 მილიონი, მატება — 20%;
  • ესპანეთი — $47 მილიონი, მატება — 14%;
  • უკრაინა — $43 მილიონი, მატება — 49%;
  • პოლონეთი — $31 მილიონი, მატება — 70%.

წელს ჩარიცხული ფულის ოდენობასთან ერთად გაიზარდა საქართველოდან გადარიცხული ფულის ოდენობაც. მთელი წლის განმავლობაში პირდაპირი ფულადი გზავნილების სახით საქართველოდან 237 მილიონი დოლარი გაიგზავნა. 

კომენტარები