საგარეო ვაჭრობა

2019 წელს ექსპორტი 12.4%-ით გაიზარდა, იმპორტი 0.8%-ით შემცირდა

Getty Images

საქსტატის ცნობით, 2019 წელს საქართველოდან საქონლის ექსპორტი 12.4%-ით გაიზარდა, ხოლო იმპორტი 0.8%-ით შემცირდა.

სავაჭრო ბრუნვამ ჯამში 12 834.7 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა. აქედან, იმპორტის ღირებულება 9 063.2 მილიონი აშშ დოლარი იყო, ექსპორტის კი 3 771.5 მილიონი.

სავაჭრო დეფიციტი გასულ წელს 5 291.8 მილიონი აშშ დოლარის ტოლი იყო და სავაჭრო ბრუნვის 41.2%-ს შეადგენდა.

დეტალურ მონაცემებს სტატისტიკის ეროვნული სამსახური 20 იანვარს გამოაქვეყნებს.

კომენტარები