ინდოეთი

ინდოეთში 250 მილიონი ადამიანი პრემიერმინისტრის წინააღმდეგ გამოდის

mintpressnews

ინდოეთში, მთელი ქვეყნის მასშტაბით დაახლოებით 250 მილიონი ადამიანი ინდოეთის პრემიერმინისტრის, ნარენდრა მოდის წინააღმდეგ გამოვიდა.

როგორც თავად ამბობენ, მოქალაქეები მოდის რასისტულ, მოქალაქეების წინააღმდეგ მიმართულ პოლიტიკას აპროტესტებენ.

გამოსვლები ინდოეთის სავაჭრო გაერთიანებების ცენტრის (CITU) მიერ არის ორგანიზებული და სავარაუდოდ, მსოფლიოს ისტორიაში ყველაზე მასშტაბური პროტესტია

CITU-ს მოთხოვნები შემდეგია:

  • ხელისუფლებამ მიიღოს სასწრაფო ზომები ფასების ზრდის შესაჩერებლად, უნივერსალური საზოგადოებრივი განაწილების სისტემის მიღებით და საქონლის ბაზარზე სპეკულაციური ვაჭრობის აკრძალვით.
  • სამუშაოს წარმოქმნის სქემა უმუშევრობის პრობლემასთან ბრძოლის მიზნით.
  • შრომის ყველა ძირითადი კანონის მკაცრი აღსრულება.
  • უნივერსალური სოციალური უსაფრთხოება.
  • მინიმალური ხელფასი მინიმუმ 15,000 რუპია ($ 210) თვეში.
  • გარანტირებული პენსია შრომითი ასაკის ყველა მოქალაქეს.
  • შრომის თანაბარი ანაზღაურება თანაბარი შრომისთვის.
  • დამსაქმებლის სასარგებლო და დასაქმებულის საწინააღმდეგო კანონმდებლობის გაუქმება.
  • პირდაპირი უცხოური ინვესტიციების შემცირება სარკინიგზო, თავდაცვის და საფინანსო ინდუსტრიებში.

მოქალაქეები ასევე აპროტესტებენ პრივატიზაციის მოდისეულ სქემებს. ასევე, მის მიერ მირებულ რასისტულ აქტებს.

ერთ-ერთი ასეთი აქტი მუსლიმებს მეზობელი ქვეყნებიდან მოქალაქეობის მიღებას უზღუდავს. მეორე ბრძანება კი აუქმებს მოქალაქეობის შესახებ ყველა სხვა კანონს და ინდოელებს სთხოვს, წარმოადგინონ ვრცელი დოკუმენტაცია, თავიანთი მოქალაქეობის დასამტკიცებლად, რისი საშუალებაც ასობით მილიონ ადამიანს არ აქვს. ამის საშუალებით მოდი და მისი ულტრა-მემარჯვენე, მმართველი პარტია ადამიანებს მოქალაქეობას ართმევს, რაც მათი უფლებების დარღვევაა. ინდოეთის მოქალაქეობა უკვე 2 მილიონ ადამიანს გაუუქმდა, მათგან დაახლოებით ნახევარი მუსლიმია. მოდი აგებს "დაკავების ცენტრებს", სადაც "არალეგალი მიგრანტებს" ათავსებს.

საპროტესტო გამოსვლებს მხარს ინდოეთის პოლიტიკური პარტიების უმრავლესობა უჭერს, მათ შორის ინდოეთის ეროვნული კონგრესის პარტია, რომელიც ქვეყანას დამოუკიდებლობის მოპოვების დროიდან, ათწლეულების განმავლობაში მართავდა.

კომენტარები