ვაჟა გაფრინდაშვილი

უკრაინის საელჩო: ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილს გათავისუფლებას ვულოცავთ

ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლებასთან დაკავშირებით საქართველოში უკრაინის საელჩო ოფიციალურ ვებგვერდზე განცხადებას ავრცელებს:

"უკრაინის საელჩო საქართველოში ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილს გათავისუფლებას ულოცავს. გულწრფელად გვიხარია, რომ ბატონი ვაჟა ახალ წელს და ქრისტეს შობას თავის სახლში და მისი ოჯახის და ძვირფასი ადამიანების წრეში შეხვდება!

საელჩო მიესალმება ყველა ორგანიზაციის, აქტივისტების, საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების, ასევე უცხოელი მეგობრების ერთობლივ ძალისხმევას, რამაც შესაძლებელი გახადა ექიმ ვაჟას გათავისუფლება.

გილოცავთ ახალ წელს და ქრისტეს შობას! დაე 2020 წელი ჩვენი ხალხებისთვის მშვიდობის, ჰარმონიისა და ბედნიერების მომტანი ყოფილიყოს!"

დღეს, 28 დეკემბერს საოკუპაციო ძალების მიერ 9 ნოემბერს დაკავებული ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი გაათავისუფლეს. 

კომენტარები