საქართველოს კათოლიკოს-პატრიარი, ილია II, ვაჟა გაფრინდაშვილს ოჯახთან და ახლობლებთან ერთად საპატრიარქოში შეხვდა.
ამის შესახებ ინფორმაცია მეუფე იაკობმა Facebook-ზე გაავრცელა.
"დღეს უწმინდესმა და უნეტარესმა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი ოჯახთან და ახლობლებთან ერთად მიიღო", - წერს ის.
პატრიარქთან შეხვედრამდე ვაჟა გაფრინდაშვილი ჯანდაცვის მინისტრს, ეკატერინე ტიკარიძესაც შეხვდა.
ვაჟა გაფრინდაშვილი ოკუპანტების მიერ 45-დღიანი ტყვეობიდან 28 დეკემბერს გათავისუფლდა.
საოკუპაციო ძალების მიერ გატაცებულ ქართველ ექიმს, ვაჟა გაფრინდაშვილს ოკუპირებული ცხინვალის ე.წ სასამართლომ 1 წლით და 9 თვით პატიმრობა 20 დეკემბერს მიუსაჯა. გაფრინდაშვილი ე.წ საზღვრის უკანონო გადაკვეთის ბრალდებით 9 ნოემბერს დააკავეს და რუსეთის სისხლის სამართლის კოდექსის 322-ე მუხლით "გაასამართლეს".