ვაჟა გაფრინდაშვილი

ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრი: ტაშს ვუკრავ ექიმ გაფრინდაშვილის გათავისუფლებას

ედგარს რინკევიჩსი
jaunavienotiba.lv

"მივესალმები და ტაშს ვუკრავ სიახლეს ქართველი ექიმის, ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლების თაობაზე," - ასე გამოეხმაურა ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრი, ედგარს რინკევიჩსი ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლებას თავის Twitter-ის გვერდზე.

რინკესვიჩმა რამდენიმე დღის წინ მოითხოვა ოკუპირებული ცხინვალის დე ფაქტო მთავრობის მიერ დაპატიმრებული გაფრინდაშვილის დაუყოვნებლად გათავისუფლება - "ლატვია ხელახლა ადასტურებს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას და განაჩენს უსამართლოდ მიიჩნევს".

საოკუპაციო ძალების მიერ 9 ნოემბერს დაკავებული ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი დღეს 28 დეკემბერს გაათავისუფლეს. 

კომენტარები